ემუქრება თუ არა ოლიმპიადას ჩაშლის საფრთხე - ტოკიოში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა

29.07.21 14:05
 ემუქრება თუ არა  ოლიმპიადას ჩაშლის საფრთხე  - ტოკიოში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა

კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევა და მათ შორის, 3 სპორტსმენის - ტოკიოს ოლიმპიურ ქალაქში დადებითობის მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა, თვითონ იაპონიის დედაქალაქ დაინფიცირების 3177 ფაქტი დადასტურდა - ამის შესახებ DW იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით,  გახსნიდან დღემდე ოლიმპიურ ქალაქში კორონავირუსით დაინფიცირების 200 შემთხვევაა გამოვლენილი. სპეციალისტები ვერ ხედავენ კავშირს იაპონიის დედაქალაქსა და ოლიმპიურ ქალაქში დაინფიცირებას შორის. სპორტული თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, არც ერთი შემთხვევა არ არის დადგენილი, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ვირუსი სპორტსმენებს გადასდეს.

 DW-ს ინფორმაციით, ვირუსი გერმანელ ველომრბოლელ სიმონა გეშკეს დაუდგინდა, თუმცა, ოლიმპიადის ადმინისტრაცია  არ აკონკრეტებს იმ სპორტსმენთა ვინაობას, ვინც დაინფიცირებულია და ასპარეზობას ამ მიზეზით გამოეთიშა.