რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

22.07.24 16:36
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის მედიაპროექტი severreal.org წერს. 

2023 წლის 4 აგვისტოს ალექსეი ნავალნის ექსტრემიზმის საქმეზე 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იმავე წლის 26 სექტემბერს განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ექსტრემიზმის საქმეზე 19-წელი თავისუფლების აღკვეთა ნავალნის უკვე პატიმრობაში მყოფს, ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში ყოფნისას მიუსაჯეს.