ესტონეთის პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატს მხარი დაუჭირა - კაია კალასს კრისტენ მიხალი შეცვლის

22.07.24 23:16
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატს მხარი დაუჭირა - კაია კალასს კრისტენ მიხალი შეცვლის

64 მომხრე - 27 წინააღმდეგი - ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მიხალმა კაია კალასი ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან 15 ივლისს გადადგა. ორივე წარმოადგენს ესტონეთის ცენტრისტული  რეფორმების პარტიას.

ორშაბათს საპარლამენტო სესიაზე მიხალმა 20 წუთიანი პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ისაუბრა მის საპარლამენტო დღის წესრიგზე, პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ  ეკონომიკაში ძირეულ რეფორმებს გაატარებს.