როდის მიიღებს უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს - თარიღი ცნობილია

22.07.24 23:25
როდის მიიღებს უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს - თარიღი ცნობილია

 საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს უკრაინა აგვისტოს დასაწყისში მიიღებს.

ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ცნობილია, რომ თანხები უკრაინისთვის პრიორიტეტული სამხედრო აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო ჭურვებისა და სხვა იარაღის შეძენას მოხმარდება.