რატომ გამოეთიშა ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას? - ცნობები შტატებში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე

რატომ გამოეთიშა ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას? - შტატებში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე "საიფერ ბრიფის" უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტმა, ია მეურმიშვილმა ''პირველი ხაზის" ეთერში ისაუბრა.
მეურმიშვილის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი და უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად საუბრობენ მისი საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ.
ბაიდენის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან კვირების განმავლობაში, დებატების შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად ისმოდა რაღაც ფორმით მინიშნება. საბოლოო ჯამში მივედით გუშინდელ გადაწყვეტილებამდე. ის რომ დემოკრატიულ პარტიაში იყო დილემა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, იქნებოდა პრეზიდენტი ბაიდენი თუ ვინმე სხვა ეს უკვე დიდი ხანია ჩანს.
ამასთანავე, საზოგადოებაში იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეუძლია ბაიდენს ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობა აღასრულოს, რაც უკიდურესად დატვირთულია.
შარშან წლის ბოლოსთვის უკვე ოქტომბერ ნოემბერში ამბობდნენ, რომ იქნებ პრეზიდენტმა ბაიდენმა სხვას დაუთმოს და გადასცეს სხვას ეს რბოლა.დეკემბრიდან მოყოლებული ძალიან ცნობილი მიმომხილველი დემოკრატები ამბობდნენ, რომ დრო იყო ბაიდენს შეეცვალა გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა იზრდებოდა და შიდა პარტიული დაპირისპირება, რაც ძალიან კარგად ჩანდა გარედან, პრეზიდენტი მყარად ინარჩუნებდა პოზიციას რომ ის რჩებოდა საარჩევნო რბოლაში.
როგორც ჩანს, ოჯახთან და ძალიან ახლო წრესთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ მისმა მხოლოდ ძალიან ახლო წრემ იცოდა გადაწყვეტილების შესახებ" - განაცხადა ია მეურმიშვილმა.
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა.