კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ბაიდენი თეთრ სახლში ბრუნდება

23.07.24 10:15
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ბაიდენი თეთრ სახლში ბრუნდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენი COVID-19-ის გამო დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაბრუნდება და მოგვიანებით დახურულ ბრიფინგს დაესწრება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს COVID-19 17 ივლისს დაუდასტურდა.