პუტინის სასამართლომ ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას განაჩენი გამოუტანა

23.07.24 10:41
პუტინის სასამართლომ ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას განაჩენი გამოუტანა

პუტინის სასამართლომ ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას განაჩენი გამოუტანა. ის ციხეში თითქმის 7 წლით რეჟიმმა მხოლოდ  ჟურნალისტური საქმიანობის გამო  გაუშვა. კურმაშევა შტატებისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ის პრაღაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და "რადიო თავისუფლებისთვის "მუშაობდა. 

მაისში ოჯახური მიზეზების გამო რუსეთში ჩავიდა და დააკვეს. რუსეთის ხელისუფლება ახლა ჟურნალისტს "უცხოეთის აგენტობას და რუსეთის არმიის შესახებ "სიყალბის" გავრცელებას ედავება. მთავარი მტკიცებულება კი ჟურნალისტის მიერ დაწერილი წიგნია. აპრილში პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა დიქტატორმა ის მინც სამაგლითოდ დასაჯა.

მსგავსი სიახლეები