რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ პორტ "კავკასიაში" ბორანზე იერიშები მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ უკრაინული ძალები პორტ "კავკასიაში" თავს ბორანს დაესხნენ. კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორ ენიამინ კონდრატიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ იერიშების შედეგად გემს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
დღეს დილით პორტ "კავკასიაში" თავს ბორანს დაესხნენ. სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე არიან, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - წერს კონდრატიევი.
"ყირიმის ქარის" ცნობით, რუსული არხები პორტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას შლიან.
Z-public-ში კომენტარები დაიხურა და წაიშალა, ხალხმა იქ ზედმეტი სიმართლის წერა დაიწყო პორტ „კავკასიაში“ ბორნზე იერიშების შესახებ“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.
„ყირიმის ქარი“ ასევე წერდა, რომ თავდასხმის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები პორტ „კავკასიისკენ" მიემართებოდნენ.