ვარშავაში 26 წლის კაცმა ორი მოზარდი დანით დაჭრა

ვარშავაში 26 წლის მამაკაცმა 15 წლის ორ მოზარდი დანით დაჭრა. დაშავებული ბავშვები, სავარაუდოდ, უკრაინელი არიან.
ამის შესახებ Gazeta Wyborcza წერს. შემთხვევა ბროდნოს პარკში მოხდა. ცნობილია, რომ მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
26 წლის უცხოელმა დანით დაჭრა ორი 15 წლის ბიჭი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რა მდგომარეობაში არიან, ვერ გეტყვით. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ვადგენთ გარემოებებს. 26 წლის მამაკაცი დააკავეს,- განაცხადა ვარშავის პოლიციის შტაბის წარმომადგენელმა.
არაოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელი უზბეკეთის მოქალაქეა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველი შემთხვევით აღმოჩნდა - ის ბავშვებთან ერთად თამაშობდა, როცა ყვირილი გაიგონა.
ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით. ყვირილის ხმა გავიგეთ და დავინახეთ, რომ ბიჭი გარბოდა. ორი ბიჭი სისხლიანი იყო. ერთ ბიჭს მარცხენა მკლავის ქვეშ იყო დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობა მარჯვენა ხელზე ჰქონდა მიყენებული, - თქვა მან.