სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

23.07.24 14:10
სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება. 

"ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ხავიერ კოლომინა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მსახურობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად.