დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

23.07.24 18:10
დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის შეხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

კულებას ვიზიტი ჩინეტში 25 ივლისამდე გაგრძელდება.

წინ ჩინელ კოლეგა ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას," - აღნიშნავს კულება.