აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
კიმბერლი ჩიტლი პოსტს 13 ივლისს ექსპრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო ტოვებს.
14 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო.