დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია "არასასურველად" აღიაროს

24.07.24 10:35
დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია "არასასურველად" აღიაროს

დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია "არასასურველად" აღიაროს. საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა დამფუძნებლები მესამე ქვეყნების სამთავრობო უწყებები არიან. ეს მიდგომა არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა წევრიც რუსეთია.

კანონის მიხედვით, ასეთ სტრუქტურებთან თანამშრომლობა ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს როგორც რუსეთში მცხოვრებლების, ასევე მის საზღვრებს გარეთ მყოფებისთვის.

მანამდე რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების გამოძიების სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა  ჟურნალისტებს უთხრა, რომ "არასასურველი" ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობად, მაგალითად, შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის საინფორმაციო მასალების გავრცელება, გამოქვეყნება, ლოგოს გამოყენება. მისი თქმით, ასეთი მონაწილეობა ასევე შეიძლება მოიცავდეს "ამ ორგანიზაციის პროგრამების თუ პროექტების განხორციელებას, ასეთ პროექტებში მონაწილეობას საზღვარგარეთ".