ტრამპზე თავდასხმის საქმე - შტატების საიდუმლო სამსახურის შეფმა პოსტი დატოვა

შტატების საიდუმლო სამსახურის შეფმა პოსტი დატოვა. მიზეზი დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმაა, რომელიც დანაყოფმა ვერ აღკვეთა. კიმბერლი ჩიტლის გადადგომას ორივე პარტია მომხდარის დღიდან მოუწოდებდა, თუმცა ის პოსტს არ ტოვებდა. თანამდებობიდან წასვლის განცხადება კი გუშინ სენატში გამართული უმწვავესი მოსმენის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს, როცა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან მხარდამჭერებს ხვდებოდა, მას ესროლეს.