გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მოიგო, რომ ამის შესახებ დიდხანს არ იცოდა

29.07.21 18:38
გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მოიგო, რომ ამის შესახებ დიდხანს არ იცოდა

გერმანიის მკვიდრმა, 45 წლის ქალბატონმა,  Lotto Bayern-ში რეკორდული თანხა, 33 მილიონი ევრო, ისე მოიგო, რომ ამის შესახებ 2 კვირის განმავლობაში არ იცოდა. ამის შესახებ DW იუწყება.

ახლაც კი შოკირებული ვარ, რომ რამდენიმე კვირა ჩანთით ვატარებდი ამხელა მოგებას და წარმოდგენა არ მქონდა ამის შესახებ- განუცხადა DW-ს მოგებული ბილეთის მფლობელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

გერმანელმა ქალბატონმა ლოტოს ბილეთში 1,2 ევრო გადაიხადა და 7-ვე ციფრი სწორად გამოიცნო. თუმცა, მოგების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ახალი ბილეთის საყიდლად მაღაზიაში მივიდა.

45 წლის გერმანელი ქალბატონი ირწმუნება, რომ აზარტულ თამაშებს აღარასოდეს გაეკარება. მოგებულ თანხას, 33 მილიონ ევროს, კი სადმე, ბუნებაში ენერგოსტაბილური სახლის აშენებას მოახმარს. ის ასევე აპირებს, საკუთარი ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესი დანერგოს.

Lotto Bayern-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის 75 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჯეკპოტზე ასეთი რაოდენობის თანხა დაგროვდა.

მსგავსი სიახლეები