შოლცი კანცლერობისთვის კვლავ იბრძოლებს

24.07.24 19:00
შოლცი კანცლერობისთვის კვლავ იბრძოლებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მეორე ვადით კანცლერობისთვის იბრძოლებს - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.
 

„მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.  ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის  თავისუფალი დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა