ჯო ბაიდენი: პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს

25.07.24 10:04
ჯო ბაიდენი: პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს

საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან პირველი მიმართვა გაავრცელა. 

ამერიკის მოქმედი  პრეზიდენტი ასპარეზს ახალგაზრდა თაობას უთმობს. 

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა  და მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გონივრული გადაწყვეტილებაა. 

ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა და უთხრა, რომ ძალაუფლება და ამერიკის იდეა მათ ხელშია.

 გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის.მე ვეთაყვანები ამ კაბინეტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს. დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა - თქვენს ხელშია. ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. მაგრამ, დემოკრატიის დაცვა, რომელიც სასწორზე დევს, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ძალას ვიღებ და სიხარულს ვგრძნობ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში. ბავშვი, რომელიც ბორძიკით ლაპარაკობს, მოკრძალებული საწყისით, პენსილვანიიდან, დელავერიდან“, დაჯდეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტის მაგიდასთან- მე აქ ვარ. ეს არის ძალიან განსაკუთრებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვართ დაპირებების, შესაძლებლობებისა და მეოცნებეების ერი. კარი ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის, გააკეთონ არაჩვეულებრივი რაღაცები. ჩემს სულსა და გულს ვაძლევ ჩვენს ერს," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ახლა სწორედ ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. 

რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს. მე გავაკეთე არჩევანი. მე გაგაცანით ჩემი შეხედულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. ის გამოცდილია. ის ძლიერია. მას შეუძლია. ის იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ლიდერი. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს. ჰარისმა სწრაფად გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა და ამ კვირის დასაწყისში გახდა დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი. ახლა ისტორია თქვენს ხელშია. ძალა თქვენს ხელშია. მოდით, ვიმოქმედოთ ერთად ჩვენი დემოკრატიის შესანარჩუნებლად. აქ მეფეები არ მართავენ. აქ ხალხი მართავს. ჩემს გულსა და სულს ვაძლევ ჩემს ერს. იმედი მაქვს, თქვენ გაქვთ წარმოდგენა, თუ რამდენად მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის," - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის მიზანი პუტინის შეჩერება იქნაბა.  

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, მე კონცენტრირებული ვიქნები პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ მე გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. მე გავაგრძელებ ჩვენი პერსონალური და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას, - ხმის უფლებიდან, არჩევანის უფლებამდე. მე გავაგრძელებ, სიძულვილისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოწოდებას. ამერიკაში არ არის პოლიტიკური ძალადობის ან რაიმე ძალადობის ადგილი, რომლის ოდესმე ყოფილა.  ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას, რათა შევაჩეროთ პუტინი, რომლის მიზანია ხელში ჩაიგდოს უკრაინა და მეტი ზიანი მიაყენოს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ ნატოს, გავაძლიერებთ მას და უფრო გავაერთიანებთ, ვიდრე ნებისმიერ დროს, ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მჯერა ამერიკა გადახრის წერტილშია. ეს ისტორიის ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს"- თქვა ამერიკის  46-ე პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა.