კიმი: როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - იური კიმის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ "X"-ზე ავრცელებს, სადაც წერია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები სიცრუეა.
"როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა" - ამბობს იური კიმი.
დასავლელი დიპლომატი იმასაც დასძენს, რომ რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, მეგობრული ურთიერთობის დამყარების მცდელობა არაგონივრულია.
როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა.
ვერ იტყვი, რომ შენს ხალხს წარმოადგენ და მომავალი ევროპაში გსურთ და მტკიცე ურთიერთობა აშშ-სთან და შემდეგ გააკეთო ის, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს... ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, - განაცხადა იური კიმმა.