მოსკოვი Mi-28 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ადასტურებს

25.07.24 10:24
მოსკოვი Mi-28 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კალუგის ოლქში Mi-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა - უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა.

პირველადი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. 

არსებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია მუშაობს. 

მსგავსი სიახლეები