მოსკოვში "ევროპის მოედანს" "ევრაზიის მოედანი" უწოდეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის დადგენილების თანახმად, მოსკოვში "ევროპის მოედანს" სახელი გადაარქვეს და "ევრაზიის მოედანი" უწოდეს.
რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება "ასახავს მოსკოვის განზრახვას, მიენიჭოს მოედანს ახალი სახელი, რომელიც ასახავს ევრაზიის უფრო ფართო გეოგრაფიულ კონცეფციას".
"ევროპის მოედანი" მდებარეობს დოროგომილოვის რაიონში, ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე, კიევის რკინიგზის სადგურთან. მოედანი ერთობლივი რუსულ-ბელგიური პროექტის ფარგლებში 2002 წლის სექტემბერში გაიხსნა და ის ევროპის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.