უკრაინაში ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭი დააკავეს

25.07.24 17:41
უკრაინაში ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭი დააკავეს

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დნეპრში დააკავა. ბრალდებული 18 წლის არის. ამის შესახებ Telegram-ის ოფიციალურ არხზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.

მისი თქმით, ინფორმაცია დამნაშავის დაკავების შესახებ, შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ მიაწოდა. ეჭვმიტანილი დნიპროში დააკავეს. 

დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეების განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის, SBU-სა და სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა მკვლელობის გახსნაზე. მადლობა თითოეულ მათგანს"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს თავის არეში ესროლეს, პოლიტიკოსი მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.