ბაიდენის პირველი მიმართვა კანდიდატურის მოხსნის შემდეგ და მხარდაჭერა კამალა ჰარისს
"პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ამ სიტყვებით მიმართა ხალხს ჯო ბაიდენმა პირველად კანდიდატურის მოხსნის შემდეგ. შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს აუხსნა თავისი გადაწყვეტილება, გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. ის ამერიკელ ხალხს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კამალა ჰარისის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე, რომლის რეიტინგი რეკორდულად მოკლე დროში გაიზარდა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.