ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა - კირბი

26.07.24 10:33
ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა - კირბი

ისრაელის პრემიერი ვაშინგტონში ჩავიდა. ნეთანიაუჰუ ჯო ბაიდენს  შეხვდა. შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერმინისტრი ოვალურ კაბინეტტში მიიღო. მხარეებმა ისრაელისა და ჰამასის ცხრა თვიანი ომის დასრულების გზებზე იმსჯელეს.  

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„არსებობს ხარვეზები, რომლებიც რჩება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხარვეზები ისეთი ხასიათისაა, რომ მათი აღმოფხვრა შესაძლებელია და რომ ჩვენ შეგვეძლება, მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს მოითხოვს გარკვეულ კომპრომისს და ძალისხმევას იქამდე მისასვლელად. ჩვენ გვინდა, ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ბაიდენის გარდა ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები ჰქონდა დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატთანაც - კამალა ჰარისთან. ისრაელის პრემიერ მინისტრ თეთრ სახლს 2020 წლის შემდეგ პირველად ეწვია.