ტრამპის შესაძლო "სამშვიდობო გეგმა" უკრაინისთვის - WSJ-ს სტატია

27.07.24 10:25
ტრამპის შესაძლო "სამშვიდობო გეგმა" უკრაინისთვის - WSJ-ს სტატია

"ლენდ ლიზის" პროგრამა უკრაინისთვის, რუსეთის მიმართ რეალური სანქციები და ნატოს აღორძინება - ასეთია ტრამპის “სამშვიდობო გეგმა" უკრაინის გარშემო, რომელზეც WSJ-მა სტატია გამოაქვეყნა. 

მისი ავტორები, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ პომპეო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის პოსტიც ეკავა, და BGR Group-ის მმართველი დირექტორი და Torridon Law-ის მრჩეველი, დევიდ ჯეი ურბანი არიან.

ავტორები წერილის შესავალში წერენ, რომ ექსპერტების მოსაზრებით, თუ დონალდ ტრამპს კვლავ აირჩევენ, ის უკრაინას შეუწყვეტს აშშ-ის დახმარებას, ვლადიმირ პუტინს დაუთმობს მის ტერიტორიას და პირდაპირ მოელაპარაკება მას, რათა ქვეყანას თავს მოახვიოს სამარცხვინო “მშვიდობა.”

ვერავინ ამტკიცებს, რომ უკრაინის ამგვარი კაპიტულაცია გახდება ტრამპის პოლიტიკის ნაწილი, თუმცა წერენ, მაგრამ, საპირისპიროს ბევრი რამ ადასტურებს.

„სწორედ ბატონმა ტრამპმა გააუქმა ობამას ადმინისტრაციის ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, და უკრაინამ მიიღო Javelin-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც კიევს დაეხმარა რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში“ - იხსენებენ სტატიის ავტორები და აცხადებენ, რომ კარგი პროგრამა და კარგი პოლიტიკაა, თუ უკრაინისთვის დახმარებასთან ერთად აღორძინდება აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო ბაზები ალაბამაში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში.

პომპეო და ურბანი WSJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამენ და წერენ, რომ “ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ მოიტანა ის, რომ უკრაინა იქ აღმოჩნდა, სადაც ახლაა: ორი წელიწადი სრულმასშტაბიანი ომი, დანგრეული ქალაქები, ასეულ ათასობით დაღუპული, მილიონობით ლტოლვილი, და გამარჯვების სახსრების უქონლობა. თეთრ სახლს არ აქვს გამარჯვების სტრატეგია და ამერიკელები სამართლიანად არიან შეშფოთებული” - თვლიან ისინი და მოჰყავთ რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, მათი სიტყვებით, ტრამპის “უკრაინაში წარმატებულ გეგმის” ნაწილი შეიძლება იყოს.

ურბანის და პომპეოს თანახმად, რომ თუ ჯო ბაიდენი ომში ჩაერთო სისუსტის გამო, დონალდ ტრამპი მშვიდობას აღადგენს ძალის წყალობით. ტრამპის შესაძლო გეგმით, „პუტინის ომის დანაშაულების ბიუჯეტის“ შემცირების მიღწევა უნდა მოხდეს ამერიკის ენერგეტიკული პოტენციალის გამოთავისუფლებით. 

იქვე „სამშვიდობო გეგმაში“ შეფასებულია ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები რუსეთის მიმართ და ნათქვამია, რომ ისინი „კარგად ჟღერს ქაღალდზე“. ამიტომ, თუ დონალდ ტრამპი კვლავ გახდა პრეზიდენტი, WSJ-ის ამ სტატიის ავტორების თანახმად, რუსეთის მიმართ შემოიღებენ "რეალური სანქციებს".

ნატოს აღორძინება და კვლავ გაძლიერებაც იქნება ტრამპის პროგრამის ნაწილი, რაც, როგორც წერილში წერია, სხვათა შორის, უნდა მოხდეს ევროპელი წევრების წილის სამართლიანი გადახდით.

გეგმის თანახმად, აშშ-ს შეუძლია პუტინს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ვერასდროს გაიმარჯვებს და ეს მოხდება უკრაინის მიმართ “ლენდ-ლიზის” პროგრამის ამოქმედებით, უკრაინისთვის იმდენი ფულის სესხებით, რამდენიც მას დასჭირდება ამერიკული იარაღის შესასყიდად რუსეთზე გასამარჯვებლად. ტრამპის ეს შესაძლო გეგმა გულისხმობს ასევე უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას.

ამ ნაბიჯების გადადგმით ტრამპს შეეძლება შეთანხმების პირობები წამოაყენოს და ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, უკრაინა თავდაცვის მნიშვნელოვან ძალებს მოკრებს, რათა რუსეთი მას თავს აღარასოდეს დაესხას.

ამასთან, არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას და მის პრეტენზიას უკრაინის ტერიტორიებზე, მოხდება ყირიმის დემილიტარიზაცია, უკრაინა აღდგება რეპარაციის თანხების მეშვეობით რუსეთის გაყინული აქტივებიდან და არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით. გეგმით, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდება ნატოში, რათა ყველა ევროპელმა მოკავშირემ იტვირთოს მისი დაცვის ვალდებულება. ამისთვის, ნატომ უნდა შექმნას 100 მილიარდი დოლარიანი ფონდი უკრაინის შეიარაღებისთვის, სადაც აშშ-ის წილი უნდა იყოს 20%-მდე, როგორც ეს ალიანსის სხვა საერთო ბიუჯეტების შემთხვევაშია.