პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა
ზაფხულის 33-ე ოლიმპიადა გაიხსნა - გრანდიოზულმა სანახაობამ სტარტი პარიზშში აიღო და პირველად, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი არა სტადიონზე, არამედ ქალაქის ცენტრში მდინარე სენაზე გაიხსნა.
2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა.
ოლიმპიადის მონაწილეთა აღლუმისას მდინარე სენას ყველა ქვეყნის დელეგაცია საკუთარი ნავით, გემით და კატერით გაივლის.
ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს კი წელს ოლიმპიურ თამაშებზე 28 ათლეტი წარმოადგენს. ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.