ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს ტაიფუნი დაატყდა თავს

27.07.24 12:37
ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს ტაიფუნი დაატყდა თავს

ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებში ტაიფუნი "გაემი" მოვარდა - გამოცემა Reuters-ის ცნობით, სტიქიამ განსაკუთრებით ფუჯიანის პროვინცია დააზიანა, რის გამოც 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდარს მსხერვპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაიტბორა და დაზიანდა სახლები. 

ამასთანავე, ტაიფუნი "გაემი" ტაივანსა და ფილიპინებშიც მოვარდა, რის შედეგადაც ტაივანში სულ მცირე 8 ადამიანი, ხოლო ფილიპინებში 34 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები