რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება - ლავროვი
"რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება" - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვიმ გააკეთა.
ლავროვის თქმით, რუსულმა მხარემ მოცემულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე "ათასჯერ" დააფიქსირა.
ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, ამის ეჭვი არ არსებობს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.