დაკავებულია სამი პირი, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ - რუსეთის უშიშროება

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებს ბორკილები ქალაქ კასპიისკში დაადეს. ირკვევა, რომ დაკავებულები საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.