რუსეთის სამხედრო გემმა ფინეთის ტერიტორიული წყლები დაარღვია

27.07.24 14:37
რუსეთის სამხედრო გემმა ფინეთის ტერიტორიული წყლები დაარღვია

რუსეთის გემმა ფინეთის ტერიტორიული წყლები დაარღვია - ფინეთის მთავრობის ცნობით, შემთხვევა 26 ივლისს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. 

უწყების ცნობით, ფინეთის სასაზღვრო გემმა რუსეთის გემი ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან ბადრაგით გააცილა. ინციდენტს მესაზღვრეები იძიებენ.