რუსებმა ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს

27.07.24 14:53
რუსებმა ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს

ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავაში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს - ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიჭრა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის ობიექტი უკრაინის არაერთი ქალაქი იყო: ხერსონი, ბურგუნკა, ოსოკოროვკა, ნიკოლსკოე, პონიატოვკა, ლვოვსკოე, ბერისლავი, სადოვოე, ოდრადოკამენკა, ფედოროვკა, ტიაგინკა, პრიდნეპროვსკი, ზელენოვკა, ანტონოვკა, ჩერნობაევკა და ნოვოალექსანდროვსკი.

ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, 3 კერძო სახლი, ავტოსამრეცხაოები, ავტოფარეხი, ავტობუსები, სასწრაფო დახმარების მანქანა და ავტომობილები.

მსგავსი სიახლეები