უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი - ორბანი

27.07.24 15:40
უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი - ორბანი

"უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი" - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ისაუბრა.

ორბანის თქმით, რუსეთსაც და უკრაინას სჯერა, რომ მათი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, ამიტომ ომს იქამდე გააგრძელებენ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.

ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით კი, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ.

ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.