ზელენსკიმ ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი საოკუპაციო ძალების დაბომბვისგან დაზიანებული ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დაწესებულებამ ყველაფრის მიუხედავად ნორმალური მუშაობა განაახლა.
"დღეს პირველ ლედისთან ერთად ბავშვთა სპეციალიზიებულ ჰოსპიტალს "ოხმატდიტს" ვეწვიეთ და იმ ბავშვებს გავესაუბრეთ, რომლებიც იქ მკურნალობას გადიან.
დაწესებულებამ ყველაფრის მიუხედავად განაახლა ნორმალური მუშაობა და აღიდგინა ძალები რუსული დაბომბვის შემდეგ. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საავადმყოფოს ეხმარება, ვინც ადგილზე იყო რუსული რაკეტის მოხვედრის შემდეგ და ნანგრევებისგან წმენდდა, მხარს უჭერდა ბავშვებს, მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ეძებდა გამოსავალს უკრაინელების მხარდასაჭერად.
ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს და დავამტკიცებთ, რომ სიცოცხლე უფრო ძლიერია ვიდრე მისი მტერი!"- წერს ზელენსკი.
8 ივლისს, რუსმა საოკუპაციო ძალებმა კიევში მდებარე ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. კლინიკის ტერიტორიაზე 31 ადამიანი, მათ შორის, 8 მცირეწლოვანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.