რუსებმა ხერსონზე მასირებული იერიშები მიიტანეს - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

28.07.24 10:48
რუსებმა ხერსონზე მასირებული იერიშები მიიტანეს - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

ოკუპანტები ისევ ხერსონს უტევენ. გამთენიისას რუსებმა ქალაქზე მასირეული შეტევები განახორციელეს. დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას ხერსონი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. 

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სამი ზრდასრული ჰოსპიტალიზებული იყო. ისინი 2007, 1991 და 1949 წლებში დაბადებული მოქალაქეები არიან. ყველა მათგანს ტვინის შერყევა და აფეთქების შედეგეად მიყენებული ტრავმები აღენიშნებათ. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაშავდა ორი ბავშვი, 10 და 15 წლის. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფროსი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები გოგონას მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ, - ნათქვამია შეტყობინებაში. 

სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სოფელ კამიშანი მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაშავდა ოჯახი, მათ შორის ორი ბავშვი.

ჩემს ქალიშვილს აქვს აფეთქება და ტვინის შერყევა. შვილს ასევე დაუდგინდა მუცლის და ფეხის ჭრილობა, - ამბობს მოქალაქე. 

ყველა დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დილით სოფელ პრიოზერნოიეში 65 წლის ქალმა აფეთქების შედეგად დაზიანებები და ტვინის შერყევა მიიღო.