ერდოღანი ისრაელში შეჭრით დაიმუქრა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელში შეჭრით დაიმუქრა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის შეხვედრაზე ქალაქ რიზეში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი რომ ყოფილიყო ძალიან ძლიერი, „ისრაელი ვერ შეძლებდა იმას, რაც პალესტინას გაუკეთა“.
როგორც ჩვენ შევედით მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც შევედით ლიბიაში, შეიძლება იგივენაირად მოვექცეთ მათ. არაფერია რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ,- ამბობს ერდოღანი.