კამალა ჰარისის რეიტინგი იზრდება, ტრამპის - ეცემა - ABC News

29.07.24 10:37
კამალა ჰარისის რეიტინგი იზრდება, ტრამპის - ეცემა - ABC News

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის რეიტინგი ერთ კვირაში შესამჩნევად გაიზარდა. ამას მოწმობს ABC News-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჰარისისთვის ნდობის რეიტინგი მხოლოდ 35% იყო, ხოლო ამერიკელთა 46%-მა გამოთქვა უნდობლობა მის მიმართ. ახალმა გამოკითხვამ კი დრამატულ ცვლილებააჩვენა: ამერიკელთა 43% ენდობა მას, 42% კი უნდობლობას უცხადებს.

ამავდროულად, "დამოუკიდებელ ამომრჩეველთა" 44% ჰარისს დადებითად აფასებს, რაც ერთი კვირის წინ მხოლოდ 28% იყო. მისი ნდობის რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის ახლა 40%-ს შეადგენს.


ამ ფონზე, ტრამპის ნდობის რეიტინგი ოდნავ შემცირდა, ის ერთ კვირაში 40%-დან 36% ჩამოვიდა.  ამავდროულად, ტრამპის მოწონების რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის გასულ კვირას 35%-დან 27%-მდე დაეცა.

მსგავსი სიახლეები