ევროკომისიაში ჩემ მიერ ნომინირებული კვლავ ოლივერ ვარჰეი იქნება - ორბანი
"ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჩემი უკანასკნელი კონსულტაციის შემდეგ, ევროკომისიაში ჩემ მიერ ნომინირებული კვლავ ოლივერ ვარჰეი იქნება" - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ორბანმა ყურადღება გაამახვილა ვარჰეის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირს პოზიტიური ცვლილებების შეტანა შეუძლია სამეზობლოში.
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს შეუძლია ცვლილების შეტანა, როგორც პოზიტიურ ძალას თავის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის დიდებულ სამუშაოს ჩაატარებს მომდევნო ევროკომისიაში,“- განაცხადა ორბანმა.