რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკიზე იერიში მიიტანეს - დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რუსებმა დღეს დილით ისევ დაარტყეს ქალაქს. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ერთი ადამიანი დაიღუპა გროდოვკაში (პოკროვსკის რაიონი)", - დაწერა მან.