ზელენსკი ხარკოვთან ფრონტის ხაზზე იმყოფება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდ სირსკი ხარკოვთან ფრონტის ხაზზე იმყოფებიან - ზელენსკიმ სამხედროებს სიმამაცისა და გმირული ოპერაციებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ და სირსკიმ ადგილზე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს სპეციალური ოპერაციების ძალების სტრატეგიული განვითარების, ასევე შესრულებული და დაგეგმილი ამოცანების შესახებ.
პატივია დღეს აქ ვიყო და მივულოცო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე და მივანიჭო მათ სახელმწიფო ჯილდო“, - განაცხადა ზელენსკიმ.