მოლდოვაში პრორუსული ორიენტაციის სომეხი ბლოგერი არ შეუშვეს

29.07.24 18:34
მოლდოვაში პრორუსული ორიენტაციის სომეხი ბლოგერი არ შეუშვეს

სომეხი ბლოგერი მიკა ბადალიანი მოლდოვაში არ შეუშვეს - "რადიო თავისუფლების" მოლდოვური სამსახურის ცნობით, ბლოგერი დევნილობაში მყოფ პრორუსული ორიენტაციის მოლდოველ ბიზნესმენ ილან შორთან დაახლოებული პირია. 

როგორც მედია წერს, ბადალიანს უფლება არ მისცეს, რომ ერევნიდან მოლდოვაში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოსულიყო.