შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

29.07.24 19:52
შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ახალ 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს.

არსებული ცნობებით, ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, HIMARS-ის საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.