ვენესუელას ქუჩებში არეულობა - მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

არეულობა ვენესუელაში - მოსახლეობის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
BBC-ის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი საპასუხოდ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.
მათი აზრით, ოპოზიციის კანდიდატმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა.