დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატებისთვის მზადაა

30.07.24 13:54
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატებისთვის მზადაა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატებისთვის მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა  Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენზე უფრო მარტივ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

Fox News-მა ადრე გამოაქვეყნა ტრამპისა და ჰარისის რეიტინგი ოთხ მნიშვნელოვან შტატში. შეერთებული შტატების ამჟამინდელი ვიცე პრეზიდენტი  ვისკონსინში, პენსილვანიაში, მინესოტასა და მიჩიგანში ლიდერობს. 

ამასობაში, კამალა ჰარისი თავის საარჩევნო კამპანიაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის "შორთსების" დახმარებითაც.  ტრამპთან "გამომშვიდობების" ვიდეოს TikTok-ზე უკვე თითქმის 40 მილიონი ნახვა აქვს.