ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის - აიათოლა ალი ხამენეი

31.07.24 14:12
ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის - აიათოლა ალი ხამენეი

"რადგან ირანის მიწაზე მოკლეს "ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო" - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეი მკვლელობის უკრან ისრაელს ხედავს და ოფიციალურ იერუსალიმს მიმართავს, რომ ასეთი ქმედებით "გზა მკაცრს სასჯელს გაუხსნეს".

"თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით მკაცრ სასჯელს", - თქვა მან.

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა. კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველიც. ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც ჰამასის ლიდერი დაიღუპა.

ჰანიას გარდაცველებასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლება დუმს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-ატაშე კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ სოციალურ მედია X-ზე მხოლოდ ის დაწერა, რომ IDF „სიტუაციას აფასებს“.

ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე პირდაპირ სარაკეტო იეირიშს ემსხვერპლა, ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.

პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მკვლელობა მკაცრად დაგმო და საპასუხო ზომები დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ ჰანია "ჰამასის" ის ლიდერია, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად გადაღებულ კადრებში ჩანს. 

მსგავსი სიახლეები