რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში ხარკოვის ოლქის სოფელ ველიკი ბურლუკზე მიიტანეს - საზენიტო რაკეტებით დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალის 10 წლის შვილი დაშავდა, რომელსაც სხეულის არეში დამწვრობა აღენიშნება.
დაახლოებით 10:10 საათზე ოკუპანტებმა საზენიტო იარაღით დაარტყეს კუპიანის რაიონის სოფელ ველიკიი ბურლუკს. დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს, დაზიანდა კიდევ ერთი სახლი სხვა მისამართზე. სამწუხაროდ, ერთი ქალი გარდაიცვალა," - განაცხადა სინეგუბოვმა.