კურსკში რუსების სამხედრო საწყობს დავარტყით - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოთხშაბათს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მდებარე იარაღისა და სამეხდრო ტექნიკის შესანახ საწყობს დაარტყეს.
უწყების ინფორმაციით, საბრძოლო სამუშაოებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები და აქტივები თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით აწარმოებდნენ.
დაფიქსირდა მტრის საზენიტო იარაღის მუშაობა და აფეთქებები სამიზნე წერტილებში", - ნათქვამია განცხადებაში.