აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა - New York Times

01.08.24 10:24
აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა - New York Times

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი პირობას დებს, რომ "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო, შურს იძიებს - New York Times-ის ცნობით, ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

გამოცემა სამ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძანება "ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ოთხშაბათს დილით" გასცეს.

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა. კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველიც. ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც ჰამასის ლიდერი დაიღუპა.

ჰანიას გარდაცველებასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლება დუმს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-ატაშე კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ სოციალურ მედია X-ზე მხოლოდ ის დაწერა, რომ IDF „სიტუაციას აფასებს“.

ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე პირდაპირ სარაკეტო იეირიშს ემსხვერპლა, ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.

პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მკვლელობა მკაცრად დაგმო და საპასუხო ზომები დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ ჰანია "ჰამასის" ის ლიდერია, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად გადაღებულ კადრებში ჩანს. 

მსგავსი სიახლეები