მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ახორციელებდა.