კრემლი ადასტურებს, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერია

02.08.24 16:55
კრემლი ადასტურებს, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი FSB-ის ოფიცერია.

პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ კრასიკოვი იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ცენტრალური ფიგურა.

კრასიკოვი არის FSB-ის თანამშრომელი, ის "ალფაში" (ქვედანაყოფი) მსახურობდა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ამჟამინდელ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მას გუშინ აეროპორტში დახვდნენ", - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, ანკარაში რუსეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა პატიმრები გაცვალეს. გათავისუფლებულთა შორისაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი. 

მსგავსი სიახლეები