უკრაინა საფრანგეთისგან 200 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს

02.08.24 19:49
უკრაინა საფრანგეთისგან 200 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას საფრანგეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება წარუდგინა.

შეთანხმება 200 მილიონი ევროს საგრანტო სახსრების მიღებას გულისხმობს. 

ამასთან, შმიგალის თქმით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, გადაანაწილოს რესურსები და ქვეყნის აღდგენის პროგრამებისთვის ევროკავშირისგან დამატებითი 50 მილიონი მიიღოს.

ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს საფრანგეთთან შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 200 მილიონი ევროს საგრანტო თანხები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენისთვის." - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი სიახლეები