თურქეთში ინსტაგრამი დაბლოკეს

თურქეთში ინსტაგრამი დაბლოკეს - ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.
ამ გადაწყვეტილებამდე თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალური ქსელი ცენზურის დამყარებაში დაადანაშაულა.
თურქეთის რეაქცია ინსტაგრამის ხელმძღანელობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ინსტაგრამში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, აკრძალვა მას შემდეგ მოიხსნება, როგორც კი სოციალური ქსელი ჰანიეს მკვლელობაზე "ცენზურას" მოხსნის.